სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა და მისმა მოადგილემ, ირინე ჩიხლაძემ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნენ.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე, დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირეზე, ასევე, დამხმარე პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე.
„ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.