რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იმ აქტივისტებს, რომელთა საქმეებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა, პატიმრობა შეეფარდათ.
საქმეებს სხვადასხვა მოსამართლე განიხილავდა.
ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს – 15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
12 იანვარს მოსამართლეების ქეიფის პარალელურად რესტორანთან ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს.