ხსოვნის დღე ჩინეთში - კორონავირუსით გარდაცვლილებს დღეს პატივი მიაგეს

პუბლიკა

ჩინეთში 4 აპრილი ხსოვნის დღედ გამოცხადდა და ადგილობრივი დროით 10:00 საათზე სამწუთიანი დუმილით პატივი მიაგეს კორონავირუსით გარდაცვლილ 3300 ადამიანს.

დუმილის შემდეგ კი მანქანებიდან, მატარებლებიდან და სხვა ტრანსპორტიდან ერთდროული სიგნალით გამოხატეს პატივისცემა გარდაცვლილთა მიმართ. დღეს ჩინეთში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშებიც დაუშვეს. წუთიერი დუმილის პარალელურად ქალაქ უჰანში ყველა შუქნიშანზე წითელი ნათურა აინთო.

ჩინეთის ხელისუფლების თქმით, ხსოვნის დღე იყო იმის შესაძლებლობაც, რომ  ვირუსით გარდაცვლილი 14 მედიცინის მუშაკისთვის პატივი მიეგოთ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 81 639 შემთხვევაა დაფიქსირებული. მსოფლიოს მასშტაბით კი დღეისათვის კორონავირუსით მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა აღრიცხული, 61 188 ადამიანი კი დაიღუპა.

  • download

  • ჩინეთი

  • 5e8866e043ab1.image

  • 2020-04-04T030034Z-13739489-RC2EXF9BIN0N-RTRMADP-3-HEALTH-CORONAVIRUS-CHINA

  • 5e880a74b3e30.image

  • 631811








  • 01
    /