პრემიერი: ვიწყებთ II ეტაპს საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით

პუბლიკა

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების  პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.

მისი განმარტებით, მეორე ეტაპისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს. პროექტის პირველ ეტაპზე 6 450 საპენსიო ასაკის პედაგოგმა მიიღო ჯილდო და სკოლა დატოვა.

„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალიან ეფექტურ, ღირსეულ და  წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.