„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან, რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – განაცხადა გომელაურმა.
შეკითხვაზე – სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა? – ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რომელსაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით – ნუ დაარღვევთ კანონსო”.
გომელაურის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დღის წესრიგში აქტიურად დგას საკითხი – როგორ ჩატარდება სააღდგომოდ საეკლესიო ღონისძიებები, შეასრულებს თუ არა საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, 3 პირის შეკრებისა თუ კომენდანტის საათის თაობაზე.