მასობრივი შეკრების შემთხვევებში არ გვექნება სხვა გამოსავალი - ცქიტიშვილი წესების გამკაცრებაზე

პუბლიკა

ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პოსTV-ისთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ზედმიწევნით შეასრულებენ იმ მითითებებს, რომლებიც  დღეს არის და თუ დაავადების გავრცელება დარჩება ამ ტემპებში, ჩვენ შეიძლება საყოველთაო კარანტინის გარეშე მოვახერხოთ ამ ვითარების გამოსწორება.

„მაგრამ, თუ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უკვე ჩავთვლით, რომ მოგვბეზრდა სახლში ჯდომა, გვინდა ჩვენი ახლობლებისა და მეგობრების ნახვა, ისევ გავმართავთ საოჯახო შეხვედრებს, ან სხვა სხვა ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას, ან გვექნება მასობრივი შეკრების შემთხვევები და შესაბამისად, ეპიდემია გავრცელდება უფრო სწრაფად, ჩვენ უბრალოდ არ გვექნება სხვა გამოსავალი, თუ არა გამოვაცხადოთ უფრო მკაცრი ზომები, ეს იქნება გარკვეულ რეგიონებში თუ იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.