ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრები ტარდება, კორონავირუსით სიკვდილიანობა შესაძლოა, 6-ჯერ დაბალი იყოს - The Telegraph

პუბლიკა

ერთ-ერთი ახალი კვლევით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 6-ჯერ უფრო დაბალია ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის ბცჟ აცრები, აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაცის The Telegraph ავრცელებს.

ბცჟ ვაქცინა ორგანიზმს ტუბერკულოზისგან იცავს, მაგრამ, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, რაც ფილტვის ინფექციები მკვეთრად შემცირდა, ბცჟ ვაქცინით მასობრივი აცრა შეწყვიტეს.

რაც შეეხება კვლევას, საზოგადოებას ის აშშ-ში ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის სკოლაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა წარუდგინეს. მათ გაანალიზეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყნიდან. მხედველობაში მიიღეს სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის – ეკონომიკური მდგომარეობა და ხანშიშესულ მოსახლეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

ამ ფაქტორების მიუხედავად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ COVID-19-ით სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელსა და ბცჟ აცრის ფართოდ გამოყენებას შორის კავშირი შესამჩნევია.

„მაშინ, როცა COVID-19-თვის დამახასიათებელმა სიკვდილიანობამ დაანგრია ჯანდაცვის სისტემები და ეკონომიკა, გამოიკვეთა რეგიონული განსხვავებებიც. ამ ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა 5.8-ჯერ დაბალია იმ ქვეყნებში, სადაც იყენებენ ბცჟ ვაქცინას“, – წერენ სპეციალისტები, თუმცა კვლევას, ჯერჯერობით, აკადემიური ხასიათი არ აქვს, რადგან ის ჯერ სხვა მეცნიერებმა უნდა განიხილონ.