თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.
თავდაპირველად ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა მან გადახდაზე უარი თქვა. 14 მაისს მას გირაო პატიმრობით შეეცვალა და სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 7-7 თვე აქვთ მისჯილი ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს, ასევე გივი თარგამაძეს. 8-8 თვე კი – მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ნიკა გვარამიას.