ვაჰაგნ ჩახალიანის დაკავების შესახებ სომხური მედია ინფორმაციას მის ადვოკატზე, რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე მედიის ცნობით, ჩახალიანი „კამკის“ ინიციატივის ლიდერია და აქტიურად არის ჩართული ოპოზიციურ საქმიანობაში.
„არმენპრესთან“ ინტერვიუში, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის პრესმდივანმა, კიმა ავდალიანმა, განაცხადა:
„პროკურორის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხებოდა ტერორიზმის მომზადებას და ძალაუფლების მითვისებას, ვ. ჩ.-ს წინააღმდეგ საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 43-419 მუხლის პირველი ნაწილით და 43-308 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, – თქვა ავდალიანმა.
ვაჰაგნ ჩახალიანი მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო და ის საქართველოში 2009 წელს დააკავეს.
მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბრალი ედებოდა მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობაში, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენასა და ხულიგნობაში.
ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე ამნისტიით დატოვა