გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მსურველთა კოალიცია, ათანხმებს დამატებითი დახმარების მობილიზებას უკრაინისთვის.
„რათა ადამიანები უკეთ დავიცვათ. რათა, გავზარდოთ მოლაპარაკებით გადაწყვეტის შანსი“, – წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინელების გვერდით. ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს ჩვენი საკუთარი ინტერესის გამოც: ევროპაში თავისუფლების საერთო პოლიტიკური წესრიგისთვის, ბაზრების თავისუფლებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის და ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის. გერმანიის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინასთან“, – აცხადებს მერცი.
„მე მჭიდრო კონტაქტში ვარ აშშ-ის მთავრობასა და პრეზიდენტ ტრამპთან. ასევე მზად ვართ აშშ-სგან შევისყიდოთ „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემები, რომ ისინი ხელმისაწვდომი გავხადოთ უკრაინისთვის“, – ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ დღეს რომში „უკრაინის აღდგენის კონფერენცია“ გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მსოფლიოს სხვა ლიდერები მონაწილეობენ.