ევროპარლამენტი აცხადებს, რომ არ აღიარებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებას მანამ, სანამ არ ჩატარდება ხელახალი, სამართლიანი არჩენები.
ევროპარლამენტის X-ზე წერია:
„საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს ვერ შეცვლის. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები”.
Georgia cannot join the EU until its government changes its authoritarian course.
The European Parliament stands with the Georgian people.
Parliament does not recognise Georgia’s current government and says its EU path is effectively suspended until fair elections happen.
— European Parliament (@Europarl_EN) July 19, 2025
ევროპარლამენტმა 9 ივლისს მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომლითაც ასევე მოთხოვნილია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეჭვქვეშ არის დაყენებული 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობის სისწორე.