დღეს, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ბანკის ოფისთან გაიმართა საინიციატივო ჯგუფის გამაფრთხილებელი აქცია საქართველოს ბანკის და ზოგადად მსხვილი ბიზნესების საყურადღებოდ.
“2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ბანკმა დააფინანსა ტელე იმედი 500 000 ლარით და კრიტიკული მედიების უმრავლესობაში რეკლამა არ მიუტანია…” – ამბობენ აქციის ორგანიზატოები.
“ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს ბანკი გვერდში დაუდგეს Საჯარო მუხელებს, ადამიანებს ,პატრიოტებს, რომლებსაც სამსახურიდან ყრის „ქართული ოცნება” ეს ხალხი რჩება ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.
საქართველოს ბანკმა, თუ მას უნდა დასავლური ცივილიზებული სამყაროს წევრი კვლავაც იყოს და მისი აქციები კვლავას ივაჭრებოდეს წამყვან ფინანსურ ინსტიტუციებში, როგორიც არის მაგალითად ლონდონის საფონდო ბირჟა, მან უნდა გაიღოს კონტრიბუცია ჩვენი მებრძოლი ხალხის მხარდასაჭერად” – ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე ლიკა ბასილაია შავგულიძე.
„ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ჩვენ ვᲜახეთ საჯარო განცხადებები, როდესაც ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მიიტანა საქართველოს ბანკმა იმედის ტელევიზიაში. 21 საუკუნეში იმ ტელევიზიის დაფინანსება, რომელიც ახორციელებს პროპაგანდას, ნიშნავს ღალატს და ეს სხვაგვარად ეს ვერ აღიქმება… თუ საქართველოს ბანკს უნდა რომ გამოასწოროს თავის საქციელი, უნდა დაეხმაროს კრიტიკულ მედიას, გვერდში დაუდგეს ხალხს, იმიტომ რომ ხალხი უკვე რამოდენიმე თვეა რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს კაპიკ-კაპიკ აგროვებს, რათა გადაარჩინოს ქვეყანა და ამით თავი დავიხსნათ რუსული რეჟიმისგან” – ამბობს კიდევ ერთი მონაწილე, მამუკა ბენაშვილი.