მადონა პაპ ლეონ XIV-ს ღაზაში ჩასვლისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

ამერიკელი პოპ მომღერალი მადონა რომის პაპს ღაზაში ვიზიტისკენ მოუწოდებს, რათა ბავშვებს დახმარება აღმოუჩინოს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დრო აღარ ითმენს და ჰუმანიტარული გზების სრულად გახსნა აუცილებელია”.

როგორც მომღერალი წერს, პოსტის დაწერა თავისი შვილის, როკოს დაბადების დღემ გადააწყვეტინა, რადგან მისთვის, როგორც დედისთვის, ძალიან რთულია ამის ყურება.

„მსოფლიოს ბავშვები ყველას ეკუთვნის. თქვენ ერთადერთი ჩვენგანი ხართ, რომელსაც შესვლაზე უარს ვერ ეტყვიან“. მომღერალმა დასძინა: „ჩვენ გვჭირდება, რომ ჰუმანიტარული კარიბჭეები სრულად გაიხსნას ამ უდანაშაულო ბავშვების გადასარჩენად. დრო აღარ არის. გთხოვთ, თქვით, რომ წახვალთ”, – მიმართავს მადონა პაპ ლეონ XIV-ს.

პაპი ლეონ XIV კიდევ ერთხელ გამოვიდა ღაზაში ცეცხლის  შეწყვეტის მოწოდებით და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, პატივი სცეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ვალდებულებას.