ბათუმში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა

პუბლიკა

ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა. არასრულწლოვანს ფეხი აქვს დაზიანებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მოზარდის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.