არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროს უპასუხეს – 7-მა ორგანიზაციამ 11 აგვისტოს მიიღო წერილი, რომლითაც მოთხოვნილია განმარტებები, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად.
ორგანიზაციებმა ანტიკორუფციულ ბიუროს ინდივიდუალურად უპასუხეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აცხადებს, რომ „ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ქმედებები მათი ორგანიზაციის მიმართ უკანონოა”.
„მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებები, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიერ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების დროს დარღვევების გამოვლენა, უფასო იურიდიული კონსულტაციებით ათასობით მოქალაქის დახმარება, საქართველოს მოქალქეებისთვის მიწის რეგისტრაციებში დახმარება, ასობით უკანონოს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დახმარება, სახელმწიფო ინსტიტუტების და რეფორმების ხელშეწყობა, მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება.
ივანიშვილი/კუპრაშვილის ბიუროს ამ ქმედებების მთავარ მიზანს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დევნა წარმოადგენს. ასევე საქართველოში რუსული ტიპის კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემის დამყარება”. – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.