შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ბათუმში 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ. ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა 28 აგვისტოს ბათუმში ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ორ პირზე, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დანაშაულის ამსახველი ვიდეო გუშინ, 28 აგვისტოს ფეისბუქზე ერთ-ერთმა მოქალაქემ, თამარ ბჟანია-პუშკინამ გაავრცელა.
შსს ამბობს, რომ დანაშაულში მონაწილე 4 პირი პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.