კომისია საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელსა და „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარ ლუკ კოფის მოუსმენს. სხდომა ვაშინგტონის დროით 14:30 საათზე გაიმართება.
ჰელსინკის კომისია წერს:
„დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება” ქვეყანას უკან, რუსეთის ორბიტისკენ მიათრევს და აღრმავებს თავის ურთიერთობას ჩინეთსა და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგესთან. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაშალა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციებით მაშინ, როცა აშშ-ის ბიზნესისთვის ბლოკავს შუა სავაჭრო დერეფანსა და ცენტრალური აზიის იშვიათი მიწების მინერალებზე წვდომას.
მათ დააპატიმრეს ოპოზიცია, იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის მიუხედავად.
ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში.
მოსმენაზე ჩვენ შევაფასებთ საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახრის გლობალურ შედეგებს.
მოწმეები ასევე შეაფასებენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, როგორიცაა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება, რათა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობისა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობაში”.