ნეპალის ახალი პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სუშილა კარკი გახდა.
სუშილა კარკმა, ნეპალის პირველმა ქალმა პრემიერმა, ფიცი პარასკევს დადო. ის დროებითი ლიდერი იქნება – არჩევნები 2026 წლის 5 მარტს ჩატარდება.
კარკის პოსტზე დანიშვნას ნეპალში მასობრივი საპროტესტო გამოსვლა უძღოდა. სოციალური ქსელების აკრძალვის გამო დაწყებული დემონსტრაცია კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა. უსაფრთხოების ძალებმა მოქალაქეების წინააღმდეგ აქციებზე გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღები, წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 51 ადამიანი და დაშავდა 1700.
მომიტინგეები სამთავრობო შენობებში შეიჭრდნენ და დაწვეს.
გამოსვლების შედეგად პრემიერ-მინისტრი კეი პი შარმა გადადგა, მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილმა ქვეყანა დატოვა.
სუშილა კარკის კანდიდატურას პროტესტის მონაწილეებმა დაუჭირეს.
„ჩვენ გვსურს ადამიანი, რომელსაც არის პატიოსანი და არ არის პოლიტიკური ოპორტუნისტი. ის ჩვენთვის შეესაბამება ამ კატეგორიას,“ – თქვა ბირაჯ არიალმა, 28 წლის დამწყებმა ბუღალტერმა და დასძინა, რომ კარკი არის „ერთადერთი ფიგურა, რომელსაც მთელი ქვეყანა შეიძლება დაეყრდნოს“.
„ვინაიდან ის მოსამართლეა, ის კარგად ერკვევა ქვეყნის კანონებსა და სისტემებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხო გამოსავალი ჩვენთვის ამ კრიზისიდან“, – თქვა მან.