დავაკავეთ 2004 წლიდან ძებნილი პირი, რომელიც საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა.

„დაკავებული ი.ა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა“, – წერია განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.