„წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და ამ დრომდე არ ვიცით, რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამას მხოლოდ 2 ახსნა შეიძლება ჰქონდეს: პირველი, რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები „ქართულმა ოცნებამ“ გაასაღოს ქრისტიანული სარწმუნოების, მორწმუნე მრევლის წინააღმდეგ ბრძოლად და მეორე, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ეს ყველაფერი გამოიწვევს ეპიდაფეთქებას, ხელი გაიშვირონ ეკლესიისკენ და მრევლის დაუდევრობას დააბრალონ ყველაფერი, – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.
„კარგია, რომ გუშინ საპატრიარქოში შედგა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრა, თუმცა ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ ვმოქმედებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. წინ დიდი ხუთშაბათია, წითელი პარასკევია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და ამ დრომდე არ ვიცით, რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამას მხოლოდ 2 ახსნა შეიძლება ჰქონდეს: პირველი, რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები „ქართულმა ოცებამ“ გაასაღოს ქრისტიანული სარწმუნოების, მორწმუნე მრევლის წინააღმდეგ ბრძოლად და მეორე, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ეს ყველაფერი გამოიწვევს ეპიდაფეთქებას, ხელი გაიშვირონ ეკლესიისკენ და მრევლის დაუდევრობას დააბრალონ ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.