თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა, ის „პუბლიკას“ დაუდასტურეს უწყებაში.
შსს-ში განაცხადეს, რომ ახალაია ერთ-ერთი სისხლის სამართლის ფარგლებშია დაბარებული, თუმცა დამატებითი დეტალები არ დააზუსტეს.
„ჩემს მობილურზე დამირეკეს შსს კრიმინალური დეპარტამენტიდან და ბაჩო დაიბარეს, ხვალ, 13:00 საათზე“, – დაწერა ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში.
4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ თქვა, რომ მათ ელფოსტაზე მივიდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ტელევიზია ამბობს, რომ ჩანაწერი ასახავს თითქოს და პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს.