შალვა პაპუაშვილმა რეპრესიულ კანონებს „სანქციები" უწოდა 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეპრესიულ კანონებს, რომლებიც დამოუკიდებელ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად უზღუდავს, სანქციები უწოდა. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ პირველ რუსულ კანონს, ასევე,  „გრანტების შესახებ“ კანონსა და ე.წ. FARA-ს.

„როცა აღსრულებას ვიწყებთ, პანიკა იწყება, როგორც ატყობთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა კანონი აღსრულდება. მთელი პარადოქსი რაშია: საქართველოს აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას ეს NGO-ები და დონორები და თავად ცდილობენ, გვერდი აუარონ სანქციებს, ვგულისხმობ საკანონმდებლო რეგულაციებს“. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა დასკვნა რუსული კანონის FARA-ს გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი უნდა გაუქმდეს.