„ქართული ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებას.
„ოცნების“ ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოვალეობებს, მისი გაუქმების შემდეგ, „ოცნების“ ინიციატივით, აუდიტის სამსახური შეითავსებს.
სხდომაზე გახარიას პარტიის წევრი, სოფიო ხორგუანი გამოვიდა ინიციატივით, კიდევ უფრო მეტად იყოს გარანტირებული აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა – აუდიტორის არჩევისას საჭირო იყოს არა პარლამენტის უბრალო უმრავლესობა, არამედ 90 ხმა, ასევე, საჭირო იყოს პოლიტიკური კონსენსუსი.
ეს ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს.
„ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ სოფიო ხორგუანის მოსაზრება შესაძლოა „გარე ძალების მიერ იყოს ნაკარნახევი“, ვინაიდან მსგავსი მოთხოვნა იყო გენერალური პროკურორის დანიშვნის შემთხვევაშიც ე.წ შარლ მიშელის შეთანხმებით, რომლის ანულირებაც მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება.