მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას.
წერილში, რომლითაც ისინი კობახიძეს მიმართავენ, ნათქვამია:
„16 ოქტომბერს თქვენ გამოაცხადეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომელიც შვიდი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ამ დოკუმენტსა და თქვენს გამოსვლაში თქვენ და თქვენი მთავრობა არწმუნებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეროვნული რეფორმის კონცეფცია გააუმჯობესებს საქართველოს უმაღლესი განათლების ეფექტიანობასა და ხარისხს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ქართულ უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხანია, არსებობს პრობლემები: უნივერსიტეტები და ინსტიტუტები განიცდიან რესურსების ნაკლებობას (2025 წელს საქართველოს მთავრობის ხარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ს 0,3%-ს შეადგენდა); აკადემიური პერსონალის ანაზღაურება დაბალია, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან ორ-სამ ადგილას იმუშაონ ოჯახების გამოსაკვებად; მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად აღარ არსებობს; ხოლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის უმუშევრობა ყოველწლიურად სტიმულირებას უკეთებს მასობრივ ემიგრაციას საზღვარგარეთ.
ის ზომები, რომლებიც თქვენ წარმოადგინეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში, ამ პრობლემებიდან ვერც ერთს ვერ აგვარებს.
პირიქით, ისინი გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე. ხელმძღვანელ პირებად დანიშნულები იქნებიან მთავრობისადმი დაქვემდებარებული რექტორები და ადმინსტრატორები. უნივერსიტეტის ავტონომია და მასთან ერთად მასთან ერთად აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო გეგმებზე ფაკულტეტის კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდება.
კიდევ უფრო შემცირდება უნივერსიტეტის ბიუჯეტები და რეორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული აზრის მქონე პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება უფრო ადვილი გახდება.
„რეფორმა“ საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის. კარგად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტის სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, კარგად დაფინანსებულ კვლევის შესაძლებლობებს და საერთაშორისო გაცვლას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის.
უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად გაზიარდება და კვლევა თავისუფლად წარიმართება, საქართველოს ეკონომიკა ვერ აყვავდება.
ჩვენ ვართ საერთაშორისო მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და ჩვენ შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გატარებული სხვა ღონისძიებებით, რამაც გამოიწვია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაპატიმრება იმის გამო, რომ ისინი მშვიდობიანად იცავდნენ თავიანთ უფლებებს.
თქვენ მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია არა მხოლოდ გააუქმებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს – თქვენ არჩეული ხართ, რათა მათ წარმოადგენდეთ. უმაღლესი განათლება სახელმწიფოს აძლევს ჩართულ მოქალაქეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც მშრომელ ხალხთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას სულ უფრო მზარდ კონკურენტულ გლობალურ წესრიგში.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მთავრობას, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით მავნე წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა გატარდეს რეალური რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას“.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პროფესორი სტივენ ჯონსი, დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
- პროფესორი რონალდ სუნი (ემერიტუსი), მიჩიგანის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი
- პროფესორი ერიკ რ. სკოტი, კანზასის უნივერსიტეტი
- პროფესორი დოქტორი ჰუბერტუს იანი (ემერიტუსი), კემბრიჯის უნივერსიტეტი
- პროფესორი კატრიონა კელი, FBA, უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი, ტრინიტი კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
- პროფესორი დოქტორი ულფ ბრუნბაუერი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი, რეგენსბურგი (გერმანია)
- პროფესორი კელი ო’ნილი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
- პროფესორი როი ელისონი, სენტ ენტონის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
- პროფესორი დონალდ რეიფილდი (ემერიტუსი), ქუინ მერი კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი
- პროფესორი სტივენ ნილ მაკფარლეინი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი
- ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი
- პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პროფესორი პოლ მანინგი, ტრენტის უნივერსიტეტი, კანადა
- პროფესორი მაია ჩანქსელიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
- პროფესორი შარლ ურჟევიჩი (ემერიტუსი), INALCO, პარიზი, საფრანგეთი
- პროფესორი ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
- პროფესორი მიხაელ როხლიცი, ოქსფორდის უნივერსიტეტი / ოქსფორდის საქართველოს პროგრამის დირექტორი
- დოქტორი ალექსანდერ მორისონი, ისტორიის ფელოუ და ტიუტორი, ნიუ კოლეჯი, ოქსფორდი
- პროფესორი ჯერემი სმიტი, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი
- პროფესორი გვიდო ჰაუსმანი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი
- პროფესორი ედმუნდ ჰერციგი, სპარსული კვლევების პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
- პროფესორი ბრიუს გრანტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
- პროფესორი ჯონათან უიტლი, ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი
- პროფესორი მირჟა ლეკე, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
- ელჩი უილიამ კორტნი (აშშ, პენსიაზე გასული)
- ელჩი კენეტ იალოვიცი (აშშ, პენსიაზე გასული)
- პროფესორი ტიმოთი ბლაუელტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პროფესორი ჯული ჯორჯი, CUNY და კოლუმბიის უნივერსიტეტი
- პროფესორი რობერტ კინდლერი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
- პროფესორი დოქტორი თეოხარის გრიგორიადისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
- დოქტორი თამარა დრაგაძე, მოწვეული პროფესორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი
- პროფესორი მაიკლ დევიდ-ფოქსი, დირექტორი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, საგარეო სამსახურის სკოლა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი
- დოქტორი მიშელ აბესერი, ასისტენტ-პროფესორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
- პროფესორი დოქტორი შტეფან აპლისი, ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტი ერლანგენ-ნიურნბერგი
- პროფესორი დოქტორი მათიას თეოდორ ფოგტი, დოქტორი honoris causa (პეჩის უნივერსიტეტი), დოქტორი honoris causa (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი), საქსონიის კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის დირექტორი
- დოქტორი მაიკლ ჰ. ჩეჩირე, აფილირებული მკვლევარი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი
- პროფესორი დენ ჰილი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი
- PD დოქტორი კირსტენ ბიონკერი, ნორდოსტ-ინსტიტუტი, ჰამბურგის უნივერსიტეტი
- პროფესორი ენ მენელი, ტრენტის უნივერსიტეტი
- პროფესორი დოქტორი ზუზანე ფრანკი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
- პროფესორი დოქტორი რიკარდო ნიკოლოსი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი
- დოქტორი რიკარდო მარიო კუჩიოლა, ნეაპოლის უნივერსიტეტი „ლ’ორიენტალე“, ნეაპოლი, იტალია
- პროფესორი ალექს კრუგლოვი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- ლესია რუბაშოვა, ასოცირებული პროფესორი, უცხო ენების კვლევისა და განათლების ცენტრი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
- დოქტორი რასმუს ნილსონი, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- დოქტორი პიტერ ბრაგა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- პროფესორი დოქტორი თომას ერტლი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
- პროფესორი დოქტორი მარკ იუნგე, ერლანგენის უნივერსიტეტი, გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის დეპარტამენტი
- პროფესორი პამელა დევიდსონი, რუსული ლიტერატურა, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- დოქტორი ფილიპ კრისტოფ შმედეკე, აღმასრულებელი დირექტორი, აკადემიური ქსელი აღმოსავლეთ ევროპა (akno e.V.), SCIENCE AT RISK საგანგებო ოფისის დირექტორი
- პროფესორი რიჩარდ მოლი, პოლიტიკური სოციოლოგია, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- ოლივია ბეილი, ენის კოორდინატორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- დოქტორი ჯესი ბარტონ ჰრონესოვა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- დოქტორი იაკუბ ბენეში, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
- პროფესორი დოქტორი ფ. ბენჯამინ შენკი, ბაზელის უნივერსიტეტი
- პროფესორი ქეთი კემპბელი, კინგს კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
- პროფესორი ანკე ჰილბრენერი, ისტორიულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია
- მეგი ქარცივაძე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
- დოქტორი ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დოქტორი მაიკ ლოუდერი, გლაზგოს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
- დოქტორი იულია იურჩუკი, ასისტენტ-პროფესორი, სოდერტორნის უნივერსიტეტი, შვედეთი
- პროფესორი ანტონ დე ბატსი, ემერიტუსი, გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
- პროფესორი გეზინე დრევს-ზიულა, ნეოფილოლოგიის ინსტიტუტი – სლავისტიკა, იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, ვიურცბურგი
- დოქტორი აბრაამ ფლორინი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის ფაკულტეტი, პოლიტიკური და ადმინისტრაციული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტი, ბუქარესტი