ნიუ-იორკის მოქმედი მერი, ერიკ ადამსი თბილისში იმყოფებოდა

პუბლიკა

ნიუ-იორკის მოქმედი მერი, ერიკ ადამსი თბილისში იმყოფებოდა. ინფორმაცია 20 დეკემბერს „ევრონიუსმა“ გაავრცელა. ვიზიტის ფოტოები გამოქვეყნდა Telegraph Hotel-ის Facebook-გვერდზეც.

„ევრონიუსის“ თანახმად, ადამსი საქართველოს „სილქ როუდ ჯგუფისა„ და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ჩამოვიდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ნიუ-იორკის მერმა მოინახულა სპორტული ავტომობილების ცენტრი Forza Tbilisi, რომელსაც საბა მიქავა ფლობს. საბა მიქავა ბიზნესმენია, რომელმაც ზაფხულში კახა კალაძეს წალენჯიხაში უმასპინძლა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by ⚔️ Saba (@sa_mikava)

უცნობია, შეხვდა თუ არა ადამსი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ან თბილისის მერ კახა კალაძეს. ინფორმაცია არც პარტიას და არც მერიას არ გაუვრცელებია.

ერიკ ადამსი ყოფილი პოლიციელია. ის ნიუ-იორკის მერი 2021 წელს გახდა, წელს კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.