ამერიკის შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ორგანიზაციების დატოვებას, „რომლებიც ამერიკელების ინტერესებს აღარ ემსახურება“, მათ შორისაა გაეროს ეგიდით მომუშავე 31 ორგანიზაცია.
გაეროს ეგიდით მომუშავე სტრუქტურებს შორისაა დემოკრატიის ფონდი, საერთაშორისო სამართლის კომისია, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი და ა.შ.
აშშ ტოვებს ვენეციის კომისიასაც, რომელიც ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა.
66-ვე ორგანიზაცია ტრამპის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმშია ჩამოთვლილი.
„ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.