Fox News: აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს - სიაში საქართველოცაა

პუბლიკა

Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.

ქვეყნებს შორისაა: საქართველო, რუსეთი, ირანი, სომალი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა.

Fox News-ის ინფორმაციით,  სახელმწიფო დეპარტამენტის საბუთი აშშ-ის საკონსულო წარმომადგენლებს არსებული კანონის ფარგლებში ვიზების გაცემაზე უარის თქმას ავალდებულებს, სანამ პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა აფასებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს.

შეჩერება 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.

FoxNews-ის ცნობით, შეზღუდვა შეეხებათ:

ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბჰუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრია, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.