შსს-მ „ცოლად შერთვის მიზნით“ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით 3 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად „ცოლად შერთვის მიზნით“ 2006 წელს დაბადებული გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, წაიყვანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში და მასზე სექსუალურად იძალადა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 და 137-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.