ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების მხარდასაჭერი წერილი

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების მხარდასაჭერ წერილს 50-მდე პროფესორ – მასწავლებელი აწერს ხელს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამების გაუქმებაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს აღნიშნული მიმართულების განვითარებას.

მიმართვის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია გადაიხედოს განათლების სამინისტროს და მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება და უზრუნველყოფილ იქნას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების უწყვეტი ფუნქციონირება და განვითარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„განათლების მინისტრის ბოლო განკარგულებით, რომლის მიხედვითაც ილიას უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა მიღების კვოტა დაახლოებით 4000 სტუდენტიდან 300-მდე შემცირდა და ისიც მხოლოდ პედაგოგიურ და საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამებზე, სხვა მიმართულებებთან ერთად საფრთხის ქვეშ დადგა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და დინამიკურად განვითარებადი მიმართულება – სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია.

სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიას საქართველოში განვითარების საკუთარი გზა აქვს. დარგის ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ზრდით, არამედ მოიცავს რეპრესიულ გამოცდილებასაც. ამ მიმართულებას საბჭოთა აკადემიური გადაწყვეტილების კვალდაკვალ საქართველოში ეთნოგრაფია ეწოდა, პოსტსაბჭოთა პერიოდში კი ეთნოლოგიად გადაკეთდა. სხვადასხვა ეტაპზე დარგი იდეოლოგიური წნეხის, ინსტიტუციური შეზღუდვებისა და აკადემიური მარგინალიზაციის წინაშე იდგა. ამის მიუხედავად დღეს ეს მიმართულება საქართველოში ვითარდება. განვითარების ერთ-ერთ კერას კი დღემდე ილიას უნივერსიტეტი წამოადგენდა.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დღეს ე.წ. „რეფორმის“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად აჩერებს ამ მიმართულების ფუნქციონირებასა და განვითარებას, აღიქმება როგორც დარგის კიდევ ერთხელ  დასჯა და ინსტიტუციური დასუსტება.

ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევები სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სფეროში გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, მეთოდოლოგიური სიღრმით და დისკუსიაში შედის თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებებთან. პროგრამას ჰყავს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო ევროპისა და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართული დოქტორანტების თანახელმძღვანელობას და ერთობლივი კვლევითი პროექტების, სემინარებისა და კოლოქვიუმების განხორციელებას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბისა და ხარისხის სადოქტორო პროგრამა ამ ეტაპზე სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში არ ფუნქციონირებს. აღნიშნული სადოქტორო პროგრამა აერთიანებს მაღალი აკადემიური დონის პროფესურასა და დოქტორანტებს, რომლებიც იკვლევენ თანამედროვე სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების პროცესებს, მეხსიერების, იდენტობის, კონფლიქტისა და უთანასწორობის საკითხებს. პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებენ კვლევებს მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ჟურნალებში და საკუთარი წვლილი შეაქვთ ანთროპოლოგიური ცოდნის გაძლიერებასა და განვითარებაში.

ილიას უნივერსიტეტმა სოციალური ანთროპოლოგიის განვითარებისათვის წამოიწყო ამბიციური აკადემიური და კვლევითი პროექტები, პროგრამაში ჩართო საერთაშორისო დონის ექსპერტები და შექმნა პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალურ აკადემიურ სივრცეში საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ინტეგრაციის პროცესში. ამასთან, მიმდინარე პერიოდში დასრულდა მუშაობა ანთროპოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზეც, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა ახალი თაობის მომზადებასა და დარგის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ეთნოლოგები და ანთროპოლოგები, ამ მიმართულების კურსდამთავრებულები, მხარს ვუჭერთ ილიას უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებას და მოვითხოვთ მიეცეთ შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძონ თავიანთი კვლევითი და სასწავლო საქმიანობა.

მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულების პროფესორები და მათ მიერ შექმნილი პროგრამები ნებისმიერ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტს დაამშვენებდნენ. მათი არსებობა დასტურია იმისა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს მაღალი აკადემიური ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სოციალური მეცნიერების ცენტრი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სცდება მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ საკითხს, ის ეხება აკადემიური თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონომიისა და ქვეყნის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განვითარების ძირითად პრინციპებს; ამავდროულად,  არღვევს ინდივიდის უფლებას, მიიღოს ხარისხიანი  განათლება და პიროვნულად განვითარდეს. სოციალური ანთროპოლოგიის/ ეთნოლოგიის მიმართულების შენარჩუნება და განვითარება უმნიშვნელოვანესია როგორც აკადემიური სფეროსთვის, ისე – მთელი საზოგადოებისათვის.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადაიხედოს განათლების სამინისტროს და მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება და უზრუნველყოფილ იქნას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების უწყვეტი ფუნქციონირება და განვითარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მიმართვის ხელმომწერნი:

  1. თეა ქამუშაძე – ანთროპოლოგი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი, თსუ
  2. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი
  3. თეკლა გოცაძე – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
  4. ილა სიხარულიძე – ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია
  5. ნანა კობიძე – ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი
  6. თინათინ ხომერიკი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  7. დათო ლაღიძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. გიორგი კოჭლამაზაშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  9. ალექსანდრე ქავთარაძე, ისტორიკოსი და კულტურის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
  10. ქეთევან ციმინტია, ანთროპოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  11. მარიამ კალანდაძე – ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა.
  12. ეკატერინე დიასამიძე,
  13. კულტურის ანთროპოლოგი
  14. მარიამ შალვაშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  15. ნინო ბადაშვილი – ეთნოლოგიის ბაკალავრი.
  16. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  17. ნიკოლოზ გაზდელიანი – სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  18. თეონა მატარაძე – ანთროპოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
  19. ლიკა ჯალაღანია, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  20. ირაკლი ფიფია, თსუ ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი
  21. ლაურა გამყრელიძე – რელიგიის კვლევების მაგისტრი,ილიაუნი; ეთნოლოგიის ბაკალავრი, თსუ
  22. ფლორიან მიულფრიდი, სოციალური და კულტურული ანთროპოლიგის პროფესორი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
  23. თინა ღუდუშაური- დოქტორი, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია, საქართველოს უნივერსიტეტი
  24. მანანა წერეთელი – დოქტორი, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია, საქართველოს უნივერსიტეტი
  25. ნინო აივაზიშვილი-გენე, სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორი, ლაიბნიცის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, თსუ ეთნოლოგიის კურსდამთავრებული
  26. გიორგი ჭეიშვილი, სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორი. მკვლევარი, უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები. თსუ ეთნოლოგიის კურსდამთავრებული
  27. ელისო ჭელიძე – თსუ ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი, თსუ მოწვეული პედაგოგი
  28. ნინო მინდაძე – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამაშრომელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი
  29. საბა კალანდარიშვილი – კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  30. ლინა ღვინიანიძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  31. ქეთევან ლაფაჩი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  32. ნინო ჩირგაძე – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამაშრომელი
  33. თეონა მინდიაშვილი – სოციალურ და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  34. ლავრენტი ჯანიაშვილი – ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
  35. ოთარ გულბანი – ანთროპოლოგიისა და ისტორიის დოქტორანტი, მიჩიგანის უნივერსიტეტი
  36. ესმა ბერიკიშვილი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  37. სოფო მაჩურიშვილი – თსუ ეთნოლოგიის პროგრამის ბაკალავრი
  38. გიორგი ავთანდილაშვილი, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი, თსუ; ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
  39. ნინო ნანეიშვილი, ეთნომუსიკოლოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  40. ლუკა ფადიურაშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრი, რეჟისორი
  41. თამუნა ჭიჭაღუა, ეთნოლოგიის მაგისტრი,
  42. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  43. თამარ ანთაძე – თსუ ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი
  44. რუსლან ბარამიძე – დოქტორი. მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის კონფლიქტების კვლევის ცენტრის მოწვეული მკვლევარი
  45. გიორგი ხასაია – ილიას უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი
  46. თეონა ლომსაძე – ეთნომუსიკოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
  47. ჟუჟუნა თაყაძე – თსუ ეთნოლოგიის ბაკალავრი
  48. თეონა გონჯილაშვილი – სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  49. ნინო სიფრაშვილი – კულტურის კვლევები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
  50. თამთა თათარაშვილი – სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  51. გიორგი მამარდაშვილი – ანთროპოლოგიის დოქტორი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამაშრომელი
  52. ნანა იაშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ვენის უნივერსიტეტი