შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ეფუძნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი მყარ ვალდებულებებს.
შვედეთი მიესალმება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებულ ანგარიშსა და რეკომენდაციებს, საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების შესახებ. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ადამიანის უფლებათა დაცვის საგამოძიებო ინსტრუმენტს წარმოადგენს და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი მექანიზმია.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს წარმოდგენილი რეკომენდაციები”, – წერია განცხადებაში.
დღეს გამოქვეყნდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში. ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა, და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები.
ამავე ანგარიშში მოცემულია „ქართული ოცნების“ მთავრობის პასუხი – მეთოდოლოგიის შესაბამისად, ხელისუფლებას ანგარიში გამოქვეყნებამდე ეგზავნება. ეუთო მიუთითებს, რომ ანგარიში მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები ძალიან შეზღუდულ დროში – 14 დღეში მომზადდა. ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს.