ილია II საავადმყოფოშია გადაყვანილი

პუბლიკა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

„ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – წერს საპატრიარქო.

კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი სამთავრობო „ტვ იმედთან“ კომენტარში ამბობს, რომ პატრიარქი მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში და მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

„პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სიხლდენით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია“, – ამბობს ექიმი.

კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ მიხეილ სარჯველაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე.