უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი სუსში დაიბარეს, ინფორმაციას ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სუსმა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? მოსკოვის მექანიზმი როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ“,- წერს უჩა ნანუაშვილი.
გუშინ „POSTV ანალიტიკამ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 15 წამიანი ვიდეო სათაურით – „დავით ქაცარავას აღიარება – „მოსკოვის მექანიზმის” დასკვნის შემუშავებას კოორდინაციას უჩა ნანუაშვილი უწევდა.“
„მე მქონდა საუბარი უჩა ნანუაშვილთან, რომელმაც მითხრა, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მოხდებოდა ჩემი გამოკითხვა, თუმცა შემდეგ არავინ დამკავშირებია“,- ამბობს „მთელი კვირას“ ეთერში დავით ქაცარავა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
„მისვლას არ ვაპირებ. ვუთხარი გამომძიებელს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მსურდა. დიახ, მოვითხოვე გამოკითხვა სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. პასუხი და მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.
ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა, და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები.
ამავე ანგარიშში მოცემულია „ქართული ოცნების“ მთავრობის პასუხი – მეთოდოლოგიის შესაბამისად, ხელისუფლებას ანგარიში გამოქვეყნებამდე ეგზავნება. ეუთო მიუთითებს, რომ ანგარიში მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები ძალიან შეზღუდულ დროში – 14 დღეში მომზადდა