აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. ის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო და 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანდიდატს დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 2016 წლიდანაა.
მან პოსტზე შეცვალა დავით გაბაიძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ 30 მარტს განაცხადა.