სპეცრაზმელების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი „პუბლიკას“ უდასუტრებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.
ვის იცავს და რომელ ეპიზოდშია მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული, ადვოკატი ამ დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე აქვს მოწერილი.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე, ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა სასამართლოში საქმის განხილვის დახურვას მოითხოვს, ადვოკატს ინფორმაცია არ აქვს.
მისი თქმით, საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია და ზუსტად არ იცის, როდის გაიმართება სხდომა, რომელზეც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელს – გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყება ხუთივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.