აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ოფიციალური 12-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს.
შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკებები „ფანტასტიკური“ იყო.
თუმცა, როგორც BBC წერს, მხარეებს შორის რჩება ღრმა აზრთა სხვადასხვაობა ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით.
ამავე დროს, პრეზიდენტების შეხვედრის დაწყებისთანავე პეკინმა გამოაქვეყნა სი ძინპინის განცხადება, სადაც მიუთითა აშშ-სთან შესაძლო კონფლიქტზე ტაივანის გამო.
ტაივანი, რომელიც დამოუკიდებელია, თუმცა, პენიკი მასზე პრეტენზიას აცხადებს, აშშ-ჩინეთის დაძაბულობის მთავარი წყაროა ტარიფებთან, ტექნოლოგიურ კონკურენციასა და ირანის ომთან ერთად.
ამის მიუხედავად, პეკინმა ტრამპს საზეიმო მიღება მოუწყო: საარტილერიო სალამი, მოზეიმე ბავშვები და სი ძინპინთან ერთად მე-15 საუკუნის „ცის ტაძრის“ დათვალიერება.
BBC წერს, რომ ჩინეთმა ტრამპს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო – ჩინურ დიპლომატიაში ეს არ არის მხოლოდ პირფერობა, ამას რეალური წონა აქვს.
ორი ლიდერი დღეს საღამოს კვლავ შეხვდება ერთმანეთს სახელმწიფო ბანკეტზე.
ტრამპი და სი ძიპინი რამდენიმე საკითხს განიხილავენ:
რეგიონული უსაფრთხოება და გლობალური კონფლიქტები:
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ცდილობს, ჩინეთის დახმარებით მოახდინოს ზეწოლა თეირანზე ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, რადგან ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია.
ტაივანი – სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანი რჩება „პირველ წითელ ხაზად“ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში. ტრამპმა მიანიშნა შესაძლო ამბივალენტურობაზე ტაივანისთვის განკუთვნილი 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მან ეს შესაძლოა სხვა სფეროებში დათმობების მისაღწევად გამოიყენოს.
უკრაინა და ჩრდილოეთ კორეა: ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინაში და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება, თუმცა კონკრეტული გარღვევების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ეკონომიკა და ვაჭრობა:
„ხუთი B“: ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ფოკუსირებულია მეტი Boeing-ის, საქონლის ხორცის (Beef) და მარცვლეულის (Beans) გაყიდვაზე, საინვესტიციო და სავაჭრო საბჭოების (Board of Investment & Board of Trade) ჩამოყალიბებასთან ერთად.
ბაზარზე წვდომა: ჩაფრენამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სი ძინპინს სთხოვდა ჩინეთის „გახსნას“ ამერიკული კომპანიებისთვის.
ამავე დროს, გრძელდება დისკუსიები მოწინავე ჩიპებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლზე, რასაც პეკინი სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნევს.
ვიზიტის ეკონომიკური ფოკუსის ხაზგასასმელად, ტრამპთან ერთად ჩინეთში არიან ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები: ილონ მასკი – Tesla/SpaceX; ჯენსენ ჰუანგი – Nvidia და ტიმ კუკი – Apple;