საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოებს ქმნის.
დადგენილებებს, რომლებიც 18 ივნისით თარიღდება, ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ორივე სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქმნება და მასზე კონტროლს სწორედ ეს უწყება განახორციელებს.
დადგენილებების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ორივე სააგენტოს უფროსის დანიშვნა და ასევე სააგენტოების დებულების დამტკიცება.
ორივე დადგენილება 2026 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება.