ღარიბაშვილის ადვოკატი: გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს [კლინიკაში], ეს იყო გეგმიური სამედიცინო შემოწმება

პუბლიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველს“ ღარიბაშვილის ადვოკატებმა დაუდასტურეს.

„გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს, ეს იყო გეგმიური სამედიცინო შემოწმება, შესაბამისად, გაიარა ეს შემოწმება, დაბრუნდა უკან, არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე, არ ყოფილა. ანალიზები და ეხოს გადაღება და ა.შ.“ – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა.

ადვოკატმა ლილი გელაშვილმა „ტვ პირველს“ უთხრა რომ „არასერიოზულად” მიჩანია ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.

„რაზე ჩივის ადამიანი, ჯანმრთელობის მხრივ, ამაზე საჯაროდ რომ არ ვილაპარაკებ, ხომ გასაგებია. რაც იქნება საზოაგდოებისთვი საჭირო, რომ მივაწოდოთ, თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს ვინმეს, მივაწვდით. როგორც კი ჩავთვლით საჭიროდ, რაც იქნება მისაწოდებელი საზოგადოებისთვის, ამას არ დაგამადლით, მოგაწვდით, მაგრამ ისე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებზე გესაუბროთ, ძალიან არასერიოზულია, სამართლებრივადაც კი“,- თქვა „ტვ პირველთან საუბრისას ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

„ტვ პირველის“ ცნობით ღარიბაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ ჰყავდათ გადაყვანილი. მათივე ცნობით, კლინიკაში მისულ ჟურნალისტს შეკითხვებზე არ უპასუხეს.