კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (14/07/26 - 21/08/26)

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური დევნაში ადანაშაულებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის დავალებითა და მამუკა მდინარაძის შუამავლობით, მისი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების აღკვეთას ცდილობს.

ღარიბაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და დაპატიმრება თავიდანვე  მის პოლიტიკურ განადგურებას ისახავდა მიზნად. მან აღნიშნა, რომ რვათვიანი მდუმარების შემდეგ საჯაროდ გამოსვლა აიძულა ხელისუფლებამ, რომელიც მან პროვოკაციაში და 75 წლის მამის დაჭერის შანტაჟში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, გამოუგზავნეს წერილი, სადაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის აღიარებას სთხოვენ. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოჯახის დაცვის მიზნით, ის იძულებულია მის წინააღმდეგ დაწყებულ ორგანიზებულ კამპანიას სარკისებურად უპასუხოს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კორუფციაში მხილებული პირის პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი უადგილოა.

ნიკა გილაურს სახლი გაუყიდეს და $12 მილიონის გადახდა დააკისრეს

ყოფილ პრემიერმინისტრს ნიკა გილაურის წავკისის ვილა სახელმწიფო აუქციონზე თითქმის 4 მილიონ ლარად გაიყიდა.

ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მილიონ 876 ათას ლარად იყო შეფასებული, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში გაყიდა.

„რადიო თავისუფლების“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, აუქციონზე გაყიდული სახლი გილაურის წინააღმდეგ დასრულებულ მრავალმილიონიან სასამართლო დავას უკავშირდება. სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის კომპანიებს ყოფილი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა. ამ გადაწყვეტილებას კი ქართველი და უცხოელი იურისტები მწვავედ აკრიტიკებენ და მას სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

საქართველო იმ 40-მდე ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ჩინეთი აშშის ტარიფებისგან თავის ასარიდებლად იყენებსთეთრი სახლის ანგარიში

თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიშიდიდი სატრანზიტო თაღლითობა“, რომლის მიხედვითაც ჩინეთი აშშის ტარიფებისთვის თავის არიდების მიზნით 40-მდე ქვეყანას იყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პეკინმა შექმნაჩრდილოვანი გადაზიდვის ქსელი“, სადაც საქონელს ეტიკეტს ან წარმოშობის ადგილს უცვლიან და აშშში ასე გზავნიან.

ვაშინგტონი ამ სქემაში ჩართულ ქვეყნებს სამ კატეგორიად ყოფს. საქართველო მესამე, მცირე, ოპორტუნისტული სამიზნე ქვეყნების ჯგუფში მოხვდა აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, საამიროებსა და შვეიცარიასთან ერთად. ანგარიშის თანახმად, საქართველოს კონკრეტული როლი სახმელეთო კორიდორია, სადაც სარკინიგზო და მშრალი პორტებით ტვირთის ტრანზიტი და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირება ხდება.

ანგარიშს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს სქემაში ჩართულობის კონკრეტული ფაქტი არ არსებობს, განცხადება ზოგადია და შესაძლოა თეთრ სახლს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, მისი თქმით, შესაბამისი რეაგირება ექნება.

საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში 680 ტონა საწვავი შევიდა

18 აგვისტოს ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე შეტანილია 680 ტონა საწვავი, რაც, მისი თქმით, საკმარისია რეგიონში შეიქმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად.

კობახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ბიზნესის მხრიდან მიმართვის საფუძველზე, ნდობის აღდგენის მიზნითა და ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში მიიღეს. მან უარყო ბრალდება, თითქოს საწვავი რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას მოხმარდა და ამ ვერსიას აბსურდული უწოდა.

აფხაზეთში საწვავის დეფიციტი რუსეთიდან მიწოდების შეზღუდვამ გამოიწვია, რაც, არსებული ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს უკავშირდება. საწვავი აფხაზეთში კომპანია „სოლიდუსსგადააქვს.

ოპოზიციის შეფასებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ჰუმანიტარული მიზნით ვერ გამართლდება და ეს აძლიერებს რუსეთის სამხედროეკონომიკურ ინტერესებს.

რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილთან ქრთამი კაბინეტში, ჩანთით მიჰქონდაპროკურორი

სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მას ლილუაშვილთან ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა პირადად, ჩანთით მიჰქონდა სუსის შენობაში, ლილუაშვილის კაბინეტში.

პროკურორის განმარტებით, მიქაუტაძის ჩვენების სანდოობას საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც ამყარებს, კერძოდ, ერთერთმა ბიზნესმენმა მიქაუტაძის ჩვენება დაადასტურა და თქვა, რომ მიქაუტაძე ბიზნესმენებისგან თანხის გაღებასსახელმწიფო ინტერესებითფუთავდა. ამასთან, პროკურორის თქმით, სატელეფონო და ინტერნეტტრაფიკის შესწავლით დადგინდა ორივე პირის ერთსა და იმავე დროსა და ადგილას ყოფნა, ხოლო დაცვის თანამშრომელმა მიქაუტაძის ლილუაშვილის ერთ სართულზე ყოფნა დაადასტურა.

პროკურორის თქმით, მიქაუტაძის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონმდებლობით დასაფასებელია, თუმცა ბერძენიშვილმა არ გამორიცხა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მომავალში თავად მიქაუტაძის მიმართაც დაიწყოს.

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

გაუჩინარებული დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე პოსტი დაიდო შსს დეზინფორმაციაზე საუბრობს, ადვოკატი მოითხოვს დადგინდეს ვინ დაწერა პოსტი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე 18 აგვისტოს ოსურენოვანი პოსტიმოვიდა დროგამოქვეყნდა, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, 12 წლის წინ გაუჩინარებული 17 წლის მოზარდის სოციალურ ქსელში პოსტის განთავსების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ დაკარგულის დედა, სოფო ბიბილაშვილი და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. შსსს განმარტებით, პოსტის გამოქვეყნება ტელეგრამის ჯგუფში დაიგეგმა, სადაც დადიანიძის ძველი ნომრის ხელახლა შეძენის შემდეგ მისი პროფილის მართვა შეძლეს. შსსს ცნობით, ამ ჯგუფის წევრები არიან დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები.

სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, მაღალი ინტერესის მქონე ეს საქმე გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის არ გამოიყენონ.

ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ შსსს უპასუხა და უწყების განცხადებას არასწორი უწოდა და მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა. კაკაბაძის თქმით, მას სოციალურ ქსელში დაუკავშირდა ანონიმური მომხმარებელი ფსევდონიმითნასვამი ჩოჩორი“, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ პოსტი თავად გამოაქვეყნა კერძო საგამოძიებო გეგმის ფარგლებში. ადვოკატი მოითხოვს, სასწრაფოდ დადგინდეს აღნიშნული პირის ვინობა.

გურამ დადიანიძე 2014 წელს, ლომისობაზე ექსკურსიისას გაუჩინარდა. გურამ დადიანიძის დედა აცხადებს, რომ მის შვილთან ერთად მყოფმა მოზარდებმა და თანხმლებმა პირებმა გამომძიებელი შეცდომაში შეიყვანეს და საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ზახაროვა საქართველოში „რუსოფობიის“ გამოძიებას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ინციდენტები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული.

პრესკონფერენციაზე ზახაროვამ დადებითად შეაფასა თბილისის პოზიცია „რუსოფობიის დაუშვებლობაზე“ და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართელოში ანტირუსული განწყობები ხელოვნურად არის გაღვივებული „დიფ სტეიტის“ მიერ. მისი თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც ბანერს „რუსეთი ოკუპანტია“ ატარებენ, „აგენტები“ არიან და ამ „რუსოფობიურ“ კამპანიაში მონაწილეობენ.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა საქართველოსრუსეთის დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე და თქვა, რომ 2008 წელს დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა მიხეილ სააკაშვილის „დანაშაულებრივი შეცდომა“ იყო, ამიტომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა მოდიოდეს.

უცხოეთი

ტრამპმა ირანს ეკონიმიკური ომი გამოუცხადა და დაემუქრა იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ირანს ეხმარებიან

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და სრული იზოლაციის დაწყება დააანონსა.

ტრამპის თქმით, თეირანმა შეთანხმების მისაღწევად მის მიერ მიცემული შანსი ხელიდან გაუშვა. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურული პოტენციალი უკვე განადგურებულია, ქვეყნის ვალუტა გაუფასურებულია და ქვეყანა ბეწვის ხიდზე დგას.

მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო თუ ბიზნესსუბიექტი, რომელიც ირანს ნავთობის კონტრაბანდაში, ფინანსურ ტრანზაქციებსა თუ ფიქტიური კომპანიების გამოყენებაში დაეხმარება, უმძიმესი ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება. ტრამპმა მოკავშირეებს ირანული საფრთხის დასამარცხებლად ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.

უკრაინული დრონებისა და რაკეტების იერიშები რუსეთის ენერგოობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე

გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ანექსირებულ ყირიმსა და შავ ზღვაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიშები განახორციელეს. დარტყმების მთავარი სამიზნე რუსული არმიის მომარაგების ჯაჭვი, ენერგოინფრასტრუქტურა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გახდა.

21 აგვისტოს უკრაინულმა დრონებმა მიაღწიეს საზღვრიდან 1600 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ ქალაქ პერმს, სადაც იერიში მიიტანესლუკოილისმსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. აღნიშნული ოპერაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

ამასთან, 20 აგვისტოს თათრეთში, ქალაქ ნიჟნეკამსკში იერიში განხორციელდა რუსული არმიის მომარაგებაში ჩართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანატანეკოზე“, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო 19 აგვისტოს კრასნოდარის მხარის დაბა ვოლნაში უკრიანამ დაარტყატამანნეფტეგაზისნავთობტერმინალს. დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ უფაში მდებარებაშნეფტისნავთობგადამამუშავებელ კომპლექსშიც. ხოლო ანექსირებულ ყირიმში ენერგოობიექტების დაზიანებამ ნახევარკუნძულის ქალაქებსა და რაიონებში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

17-18 აგვისტოს შეტევა იყო მოსკოვზეც. რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით უკრაინამ ასეულობით დრონი გაუშვა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, ჩამოაგდეს 180-ზე მეტი აპარატი.

საზღვრისპირა ბელგოროდის ოლქში დაბომბვებსა და დრონების შეტევებს 8 ადამიანი ემსხვერპლა და 23 დაშავდა, მსხვერპლი და დაზიანებები დაფიქსირდა ასტრახანის, ულიანოვსკისა და კალუგის ოლქებშიც.

Bloomberg- ის ცნობით, უპილოტო აპარატებით შეტევა განხორციელდა ბერძნულ ტანკერ Skiros-ზე, რომელიც რუსული ნავთობით იყო დატვირთული. გემის მმართველი კომპანიის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა

რუსული იერიში სამოქალაქო ობიექტებზე  კიევში 21 აგვისტო გლოვის დღეა

გასული დღეების განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონზე რაკეტებით, მართვადი ავიაბომბებითა და დრონებით მასშტაბური და ინტენსიური იერიშები მიიტანეს, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი, მასშტაბური ნგრევა და ხანძრები მოჰყვა.

განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგა დედაქალაქ კიევს, სადაც 19-20 აგვისტოს ღამეს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით და 168 დრონით შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 39 რაკეტა და 145 დრონი გაანადგურა, თავდასხმის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ორი სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და საწყობები. თავდასხმის შედეგად კიევში 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 აგვისტო დედაქალაქში გლოვის დღედ გამოაცხადა.

რუსულმა ძალებმა ინტენსიურად დაბომბეს უკრაინის სხვა რეგიონებიც. 18 აგვისტოს მათ დაარტყეს ხარკივის ოლქის დაბა პეჩენიგიში ხალხმრავალ ქუჩას. გზაჯვარედინზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. „ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს რუსეთის ამ დარტყმას,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

იერიშები განხორციელდა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზეც, სადაც დაზიანდა ტოგოს დროშით მცურავი სამოქალაქო სატვირთო გემი და დაიჭრა 4 ადამიანი. დრონებით იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ და ინფრასტრუქტურა დაზიანდა სუმსა და ზაპოროჟიეშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დარტყმები განხორციელდა მხოლოდ სამხედროსამრეწველო, ლოჯისტიკურ და საბრძოლო მასალების საწყობებზე და უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანმიმართულ დაბომბვას.

თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები გასულ კვირაში რუსულ თავდასხმებს ომის დანაშაულად აფასებენ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრაგედიის ყველა გარემოებას დაადგენენ და რუსეთის ამ დარტყმებს უკრაინის თავდაცვის ძალები აუცილებლად უპასუხებენ.

უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის ახალი მინისტრი დაამტკიცაყოფილი მინისტრი ფედოროვი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

გასულ კვირას უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას კანდიდატურა დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა. ხმარა მანამდე უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ასევე ხელახლა დაამტკიცა ანდრი სიბიჰა.

სამთავრობო ცვლილებები ივლისში პრემიერმინისტრ იულია სვირიდენკოსა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას მოჰყვა, რის შემდეგაც პრემიერად სერგეი კორეცკი დაინიშნა. ზელენსკის გადაწყვეტილებამ, თავდაცვის უწყებიდან ჩამოეშორებინა მიხაილო ფედოროვი, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც კრიზისებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უკრაინამ ომის მიუხედავად არჩევნების ჩატარების გზა უნდა იპოვოს.