კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (21/08/26 - 28/08/26)

პუბლიკა

ყაველაშვილმა შეიწყალა 226 პირი, მათ შორი არიან სინდისის პატიმრებიც

მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აქტი შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 მსჯავრდებულს ნასამართლობა სრულად მოეხსნა.

შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერდეკემბრის პროევროპული აქციებისა და 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებული დემონსტრანტებისაბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი და სიმონ მახარაძე.

ამასთან, შეწყალებულთა სიაში მოხვდა რუსეთის მოქალაქე დენის კულანინიც. შსსს ცნობით, იგი ამჟამად მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრშია და, შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ.

მისი ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, კულანინის რუსეთში ექსტრადაციის შემთხვევაში მას სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან პატიმრობიდან გამოგზავნილ წერილებში იგი ღიად უჭერდა მხარს უკრაინას და გმობდა პუტინის რეჟიმს. უფლებადამცველი დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს.

დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსსს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

ქართული ოცნებისერთერთი ლიდერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. 27 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლა მისი პირადი ინიციატივა იყო, რაც ირაკლი კობახიძესა და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეუთანხმა.

მდინარაძის განმარტებით, პოლიტიკაში გატარებული 10 წლის შემდეგ მას დასვენება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა სჭირდებოდა. მანვე დასძინა, რომ გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ეს კრიტიკულად აუცილებელი გახდება.

მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. კობახიძემ მას გაწეული საქმიანობისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ესქართული ოცნებისგუნდისთვის სამწუხარო ნაბიჯი იყო.

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს, დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, დიდ დიღომში, ნაქირავებ ბინაში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით გარდაცვლილის მეგობარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული.

უწყების ცნობით, ბინაში ერთობლივად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდეგ ორივე შეუძლოდ გახდა. ბრალდებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში ჩაკეტა და დახმარების გაწევის გარეშე შემთხვევის ადგილიდან წავიდა.

გამოძიება სსკის 115-ე მუხლით და 128-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

გარდაცვლილის ადვოკატის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ჩატარდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა. უფლებადამცველის განცხადებით, ბუავა მუქარებს იღებდა, რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ აფხაზი ბლოგერის გარდაცვალება ბლოგერულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით ახალი ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, 2022 წელს, პრემიერობის პერიოდში, ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მფარველობა გაუწია თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ უკანონო სქემას და ქრთამის სახით 750 000 ლარი მიიღო.

საგამოძიებო უწყების ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი ვასილ მხეიძე ბიზნესმენს ტენდერებში გამარჯვებას ხელშეკრულებების ღირებულების 10%-ის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ. სქემის შედეგად სახელმწიფოს 6.98 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლეს როგორც მხეიძემ, ისე ბურჭულაძემ.

ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ბრალსაბსურდულსუწოდებს, ხელს არ აწერს და მას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

25 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომას ღარიბაშვილი არ დასწრებია და მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს. ყოფილი პრემიერის თქმით, იგი უარს ამბობსპოლიტიკურ მასკარადსა და სპექტაკლშიმონაწილეობაზე და მისთვის სულერთია, სხვა პატიმრებს ზეწოლით რას დააწერინებენ.

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წაუყენეს.

2026 წლის იანვარში მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ღარიბაშვილს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

სახალხო დამცველი თბილისის მერიას რუსთაველის გამზირზე აზბესტის შესაძლო არსებობის შემოწმებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის მერიას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაადგინოს, შეიცავს თუ არა აზბესტს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი მილები. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია, რომ რუსთაველზე მიწისქვეშა სამუშაოებისას, სავარაუდოდ, აზბესტის შემცველი მასალები გამოვლინდა.

ომბუდსმენის განცხადებით, აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველია და ფილტვის მძიმე დაავადებებს იწვევს, რისკი კი განსაკუთრებით იზრდება მისი მტვრევისა და ჭრის დროს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა იწყება, სამუშაო ზონასთან კი 1-ელი გიმნაზია და №47 საჯარო სკოლა მდებარეობს. ვინაიდან ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ამ ნივთიერების მიმართ, ომბუდსმენი მერიისგან მოითხოვს: საფრთხის დადასტურების შემთხვევაში აიკრძალოს მასალის მშრალი ჭრა, მუშები აღიჭურვონ დამცავი საშუალებებით, ხოლო საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ.

გასულ კვირას ქვეყანაში რამდენიმე მძიმე დანაშაული ტრაგიკული შემთხვევა მოხდა

ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში რუსეთის მოქალაქე ტრანსგენდერი კაცის, 21 წლის დმიტრი მენიაევის ცხედარი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახი მკვლელობას ვარაუდობს. გარდაცვლილის ძმა მედიასთან აცხადებს, რომ მათთვის თვითმკვლელობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა და მოითხოვს, რომ გამოძიება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

23 აგვისტოს ბაღდათში 67 წლის კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. მის წინააღმდეგ წინა დღეს გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. პოლიციამ კაცის გამოკითხვა ვერ მოასწრო.

შსსს განცხადებით, 28 აგვისტოს სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 აგვისტოს დილით, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. ბრალდებულმა მსხვერპლს ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შსსს განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

უცხოეთი

უკრაინამ Wildberries-ის შემდეგ Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრებზეც მიიტანა იერიში

გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო, ენერგეტიკულ და ლოჯისტიკურ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს.

Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, უკრაინულმა დრონებმა შეტევა რუსული ონლაინბაზრის, Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრებზეც დაიწყეს. თავდასხმები იყო სამარაში, კრასნოდარში, სტავროპოლში, დაღესტანში, ადიღეში, ტამბოვში, ორენბურგსა და უფაში. შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთის ხელისუფლებამ დაზარალებული პლატფორმებისთვის საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები გამოაცხადა.

პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ცნობით, იერიში მიიტანეს რუსეთის ერთერთ უმსხვილეს, იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზესლავნეფტიანოსზესადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცალკეული ოპერაციის ფარგლებში, სარატოვის ოლქის ენგელსის ავიაბაზაზე რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95 დაზიანდა.

27 აგვისტოს დილით სანქტპეტერბურგში ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად რუსი ვიცეპოლკოვნიკი დაიღუპა, ხოლო მისი ცოლი მძიმედ დაშავდა.

გასულ კვირას რუსული იერიშების სამიზნე სავაჭრო ცენტრები, საწყობები და თბოელექტროსადგურები იყო

გასულ კვირას რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებზე რაკეტებითა და დრონებით მორიგი მასშტაბური იერიშები განახორციელეს.

27 აგვისტოს ზაპოროჟიეში რუსულმა იერიშმა სრულად გაანადგურა ალკოჰოლური ჰოლდინგ Global Spirits-ის უდიდესი საწარმოხორტიცასქარხანა, სადაც 3-4 მილიონი ბოთლი პროდუქცია დაიწვა. 27 და 28 აგვისტოს თავდასხმები განხორციელდაეპიცენტრისჰიპერმარკეტებზე ხარკოვში, ზაპოროჟიესა და ოდესაში, ასევენოვა პოშტასადაროშენისსაწყობებზე კიევის ოლქსა და სუმიში.

24 აგვისტოს ოდესის ოლქში დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა, ტანკერი და ელექტროქვესადგური, ხოლო 27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ხერსონში რუსულმა ძალებმა თბოელექტროსადგურის მთელი მეგენერირებელი აღჭურვილობა მწყობრიდან გამოიყვანეს. ენერგოობიექტებზე მიყენებული დარტყმების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ოდესის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.

პარალელურად, იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. კრივოი როგის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 130-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. 23 აგვისტო ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

27 აგვისტოს დრონებით იერიში მიიტანეს ჩერნიგოვის ცენტრზე, სადაც 17 ადამიანი დაშავდა. 27-28 აგვისტოს კიევი უწყვეტი საჰაერო იერიშების ქვეშ იმყოფებოდა.

CIA- დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა

25 აგვისტოს, აშშის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ის ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი მოულოდნელი ვიზიტით ჯერ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩავიდა და რიგიდან მოსკოვში ჩაფრინდა, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ CIA-ს დირექტორის პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია რუსეთში.

როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ვიზიტის მთავარი მიზანი რუსეთის გაფრთხილება იყო, თავი შეიკავოს NATO-ს წევრ ქვეყნებზე, კერძოდ, ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე შესაძლო თავდასხმისგან.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ რეტკლიფთანსამუშაო დონის შეხვედრაგამართა და მგრძნობიარე საკითხები განიხილა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ვიზიტი სპეცსამსახურებს შორის კონტაქტის დამყარებას ისახავდა მიზნად და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა.

მოგვიანებით, აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიზიტსჩვეულებრივი, რუტინულიუწოდა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინი NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 580-ზე მეტი ადამიანი, ათასობით კი დაკარგულად ითვლება

ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 579-მდე გაიზარდა, ხოლო 1 924 ადამიანი ითვლება დაკარგულად, მათ შორის 517 უცხოეთის მოქალაქეა. ჩინური მედიის ინფორმაციით, ტიბეტში დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი და დაკარგულია 558. პარალელურად, ინდოეთში, მდინარეებში პოლიციამ 7 ადამიანის ცხედარი იპოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნეპალიდან წამოღებულმა წყლის ნაკადმა გადაიტანა.

როგორც CNN წერს, მეცნიერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, კატასტროფა გამოიწვია გიგანტური მყინვარის მოწყვეტამ და თანმდევმა მასშტაბურმა მეწყერმა. დაახლოებით 600 მეტრის სიგანის მყინვარის ნაწილი 2 000 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა მდინარეში, რამაც სეისმური ბიძგებიც გამოიწვია. ყინულის ჩამოვარდნის შედეგად მდინარეში წყალი დაგუბდა, შემდეგ კი დაგროვილი წყალი ერთბაშად დაიძრა, დინების სიჩქარე თავდაპირველად, საშუალოდ, 193 კმ/სთ იყო. ძლიერმა ნაკადმა გზად დაანგრია და წაიღო დასახლებული პუნქტები, გზები და ნეპალტიბეტის მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი.

მკვლევარები მომხდარს გლობალურ დათბობასა და ჰიმალაის რეგიონში მყინვარების დაჩქარებულ დნობას უკავშირებენ.