ადვოკატის ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობაში კულანინის რუსეთში გაძევების გარდა მოთხოვნილია მისთვის ვადის მიცემა მესამე ქვეყანაში წასასვლელად.
„გავეცანი მიგრაციის დეპარტამენტის 2026 წლის 1 სექტემბრის შუამდგომლობას დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე. მიგრაციის დეპარტამენტი ითხოვს რომ დენის კულანინი გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში.
ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტი ითხოვს, რომ დენის კულანინმა სასამართლოს ბრძანებით 7 დღის ვადაში დატოვოს საქართველო და მას საქართველოში შემოსვალ აეკრძალოს 5 წლის ვადით. ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების 7 დღიანი ვადის ათვლა დაწყება სასამართლოს ბრძანებიდან, რომელიც მიღებული იქნება 1 თვის განმავლობაში.
სასამართლო იმედია მისცემს დენის კულანინის 7 დღიან ვადას, რომ მან ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო. შუამდგომლბის გაცნობაბმდე შევიტანე სასამართლოში ჩვენი პოზიცია, რომლითაც ვითხოვდი სწორედ რომ ვადის დაწესებას, რათა დენის კულანინმა ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო“,- წერს ადვოკატი ციალა რატიანი.
დენის კულანინი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა და მას შემდეგ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. მისი წარმომადგენლების თქმით, რუსეთში გაძევების შემთხვევაში კულანინს საფრთხე დაემუქრება მისი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის გამო, ამიტომ მათ დენისს სხვა ქვეყანაში გასამგზავრებელი ბილეთიც უყიდეს, რეისი კი 1 სექტემბერს უნდა შესრულებულიყო, მაგრამ კულანინს საქართველოს დატოვების საშუალება არ მიეცა.
დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს – მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.