უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ამერიკის საელჩოს გამოხმაურება იყო იდენტური.
„ამერიკის საელჩოს და ჩვენი გამოხმაურება იყო აბსოლუტურად იდენტური. ჩვენც დაგვწყდა გული იმის გამო, რომ წარვადგინეთ ინიციატივა და ეს ინიციატივა ვერ გავიდა. და ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ“, – თქვა კობახიძემ.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.