წინასწარი შედეგებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი ლიდერობს. ხმების 99%-ის დათვლილია.
ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვება“ უკვე მიულოცა.
მარატ კამბოლოვი – ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირი.
მისი კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთში წარიმართა. თავადაც ჩრდილოეთ ოსეთიდანაა. მუშაობდა რუსეთის ანტიმონოპოლიურ კომიტეტში, რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, მეცნიერების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ, 2014 წლიდან იყო ეროვნული კვლევითი ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტის“ დირექტორი.
2026 წლის მაისში დაინიშნა ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად. გაგლოევის გადადგომის შემდეგ დე-ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელია.
ოკუპირებულ ცხინვალში ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც 2026 წლის 23 ივნის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა. ოფიციალურ მიზეზად მისი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადაყვანა გამოცხადდა. დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დე-ფაქტო პრემიერ მინისტრ მარატ კამბოლოს დაევალა.