საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 111-ს მიაღწია

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 111-ს მიაღწია.

ამ დროისთვის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 420;
  • აქედან, გამოჯანმრთელებული – 111;
  • გარდაცვლილი – 5;
  • კარანტინის რეჟიმში – 5223;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.