ბინის კარს მიღმა – როგორია ყოველდღიური ცხოვრებისთვის დაგეგმილი სივრცე

ფასიანი განთავსება

ბინის გეგმა გვიჩვენებს, სად მოვაწყობთ საძინებელს, მისაღებსა და სამზარეულოს. ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი კი სახლის გარეთ გადის, იქ, სადაც ბავშვებს ვასეირნებთ, ვვარჯიშობთ და დანიშნულების ადგილამდე მივდივართ. ამიტომ ისიც მნიშვნელოვანია, რა გარემო დაგვხვდება კორპუსიდან გასვლისას, რისი გაკეთება შეგვეძლება სახლთან ახლოს და რამდენად მოხერხებული იქნება ჩვენთვის ამ მისამართზე ცხოვრება.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებითაა დაგეგმარებული „მეტროპოლ ქავთარაძე“. პროექტში, რომლის საერთო ტერიტორია 16 490 კვადრატული მეტრია, ერთი ჰექტარი რეკრეაციულ სივრცეს ეთმობა. ამ ფართობზე დაგეგმილია გამწვანებული ეზო, საფეხმავლო ბილიკები, შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები და სპორტული მოედნები. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს, ერთობლიობაში კი სხვადასხვა ასაკის მობინადრისთვის სახლთან ახლოს დროის გატარების შესაძლებლობას ქმნის.

ცხადია, საერთო სივრცეების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებენ მათ მობინადრეები. გამწვანებასთან ერთად საჭიროა მოსახერხებელი ბილიკები, დასაჯდომი ადგილები და საკმარისი სივრცე სხვადასხვა აქტივობისთვის. ეს დეტალები განსაზღვრავს, რამდენად კომფორტული იქნება ეზო ყოველდღიურად და როგორ შეძლებს მისით სარგებლობას სხვადასხვა ასაკისა თუ ინტერესის მქონე ადამიანი.

ამ ინფრასტრუქტურის ნაწილია კომპლექსში დაგეგმილი საბავშვო ბაღიც, რომელიც ბავშვიან ოჯახებს ყოველდღიურ გადაადგილებას გაუმარტივებს. მშობლებს ბავშვის მისაყვანად სხვა მისამართზე წასვლა აღარ დასჭირდებათ და ბაღის განრიგის სამუშაო საათებთან შეთავსებაც გაუადვილდებათ.

თანაც, ყოველდღიური საჭიროებების უმეტესობა კომპლექსის მიმდებარე უბანსაც უკავშირდება. „მეტროპოლ ქავთარაძესთან“ ახლოსაა „სითი მოლი“, იპოდრომის ტერიტორია და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი. თავად პროექტი საცხოვრებელ ბინებთან ერთად კომერციულ და საოფისე ფართებსაც მოიცავს, ავტომობილებისთვის კი ხუთდონიანი პარკინგია გათვალისწინებული. კომპლექსის შეფასებისას ამ დეტალების ერთობლიობა აჩვენებს, როგორ დაუკავშირდება საცხოვრებელი მის გარშემო არსებულ გარემოს.

საბოლოოდ, ბინის არჩევისას მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მოსახერხებელია მყიდველისთვის გადახდის პირობები. მაგალითად, მათთვის, ვისაც ბინები განვადებით აინტერესებს, „მეტროპოლს“ შიდა უპროცენტო განვადება აქვს. პირველადი შენატანის ოდენობას, გადახდის გრაფიკსა და ვადას მყიდველი კომპანიასთან შერჩეული ბინის მიხედვით ათანხმებს. ხოლო თუ სურს, ბინები პირველადი შენატანის გარეშე შეიძინოს, გაყიდვების გუნდთან შეუძლია გაარკვიოს, რა პირობებით იქნება ეს შესაძლებელი.

ფინანსურ პირობებთან ერთად, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გაყიდვების გუნდი მომხმარებელს ბინის დაგეგმარებისა და ჩაბარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის და კომპლექსის საერთო გეგმასაც აცნობს. ასე მყიდველს შეუძლია წინასწარ ნახოს, სად მდებარეობს მისთვის სასურველი ბინა ეზოსთან, საერთო სივრცეებსა და კომპლექსის სხვა ნაწილებთან მიმართებით და რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი მის ყოველდღიურ საჭიროებებს.