მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების სისწრაფეზე - გახარია

პუბლიკა

დღეს გიორგი გახარიამ კანცელარიაში სპეციალურ სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა წარმოადგინა. პრემიერის განცხადებით, გეგმაში არაფერია ნათქვამი საზოგადოებრივი, მუნიციპალური ტრანსპორტისა აღდგენასა და გეგმური სამედიცინო მომსახურების საქმიანობის გახსნაზე. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასა და სისწრაფეზე.

„აქ არ არის, ისეთი ძირითადი მსხვილი ბლოკები, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი, აქ არ არის მაგალითად, გემგური სამედიცინო მომსახურება. ეს ისეთი მიმართულებებია, რომელთა რომელიმე ეტაპისთვის მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელების გეორგაფიასა და სისწრაფესთან და ეს ისეთი საქმიანობებია, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ეტაპობრივად ჩავრთოთ და ასევე გეოგრაფიული დაყოფის თვალსაზრისიც გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.