ეს იყო ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა - ვოლსკი მერაბიშვილთან ინტერვიუზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გუშინ „მთავარ არხზე“ გასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ შეაფასა.

„პრაქტიკულად, ეს იყო  ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც იმ პერიოდში მართავდა სახელმწიფოს, მმართველობის სისტემაში ღებულობდა მონაწილეობა და დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა.

პირდაპირ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გატარებული უნდა ყოფილიყო ისეთივე ზომები, როგორიც ვთქვათ, ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, ძალადობაზე მაქვს ზოგადად საუბარი.  იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის პერიოდი არ ახსოვს, არ აქვს იმ პერიოდთან ემოციური კავშირი, ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე  ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში.

გარკვეულწილად, ამ ისტორიულ გაკვეთილს, ვფიქრობ,  ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც, რომლებსაც არ უნდა დარჩეთ ეჭვი იმ პოზიციაში და იმ სიმართლეში, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია, “- ამბობს გიორგი ვოლსკი.

აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში – რას აპირებს ვანო მერაბიშვილი