სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ხვალაც ჩაკეტილი იქნება

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ხვალაც ჩაკეტილი იქნება.

მათი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოებზე გასვლა ნებადართული ისევ არ არის. სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია გააკონტროლებს.

მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად შეიკავონ თავი საჯარო სივრცეებში გადაადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.