ჩვენ უკვე გვაქვს პლატო - ტიკარაძე

პუბლიკა

„ჩვენ აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ, ჩვენ უკვე გვაქვს პლატო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი მოლოდინი არის უკვე ამ პლატოზე ინფექციის მართვა.

„ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა და გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო. დღესდღეობით ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის დაანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო პიკი, ჩატარდა არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან.

ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით 2 თვის განმავლობაში.

ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი – ჩვენ აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო.

შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის უკვე ამ პლატოზე ინფიცირების მართვა, რათა არ მოხდეს შემდგომი ეკონომიკური დაზიანება სახელმწიფოსი”, – განაცხადა ტიკარაძემ.