როდის მოგვარდება სიტუაცია და დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია – კობახიძის მოსაზრება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებს საფრთხე არ შეექმნება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანები. ჩვენი ამოცანაა, პრობლემები მაქსიმალურად გადაიჭრას და საბოლოოდ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში სრულად იქნება ეს პრობლემა მოგვარებული. ამის  შემდეგ გადავდივართ, პრაქტიკულად, სარჩევნო რეჟიმზე, ყველა თავისი ნიშან-თვისებით. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება განხილული და დამტკიცებული და ივლისიდან დაიწყება უკვე წინაასარჩევნო კამპანია. მე დარწმუნებული ვარ, ამ კამპანიას არავითარი საფრთხე არ შეექმნება, მათ შორის არც პანდემიით და შესაბამისად, საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ამ წლის 31 ოქტომბერს“, – განაცხადა კობახიძემ.