დიდმა ბრიტანეთმა ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გაასწრო

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ჯამური რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ იტალიის მაჩვენებელს გადაუსწრო.

დღეის მდგომარეობით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად 32 313 ადამიანია გარდაცვლილი. მსოფლიოში მხოლო აშშ-ს აქვს გარდაცვალების უფრო მაღალი მაჩვენებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის გარდაცვლილთა აღრიცხვის მეთოდიკაში განსხვავებები მნიშნელოვნად მოქმედებს სტატისტიკაზე, ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზიანა.

„დიდ ბრიტანეთს ვირუსის ძლიერმა ტალღამ გადაუარა და თითოეული სიკვდილი გარდაცვლილთა ოჯახებს დიდი მწუხარებას მოუტანს”, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ნეისმიტმა.

 

წყარო: Reuters